საბანკო სისტემა პორტუგალიაში

პორტუგალიაში საქართველოსგან განსხვავებით ბანკის ანგარიშის გახსნამდე დაგჭირდებათ ფისკალური ნომერის აღება. ამის გაკეთება საჯარო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

შემდეგ ბანკში დაგჭირდებათ პასპორტი და დეპოზიტი (100 ევროდან) რომლის გამოტანაც მას შემდეგ 5 სამუშაო დღის შემდეგ შეგეძლებათ.

დებიტ ბარათს მიიღებთ მისამასრთზე ფოსტით, რომელსაც გამოიყენებთ მაღაზიებში, თუმცა ინტერნეტ გადახდებისთვის მოგიწევთ ემ–ბი ნეტით სარგებლობა, რადგან ბარათით სარგებლობა სახიფათოთა არის მიჩნეული.

ემ–ბი ნეტი ესაა წინასწარ რეგისტრირებული უსაფრთხო სისტემა, რომელიც ქმნის ვირტუალურ ბარათს შერჩეული საკრედიტო ლიმიტით. ყველა ბარათის სისტემა რეგულირდება SIBS–ის მიერ – პორტუგალიის ბანკების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომლის აქციები პორტუგალიაში მოქმედ 27–ვე ბანკებს ეკუთვნით.

პორტუგალიაში საკმაოდ კარგი ბანკომატების ქსელია. ყველა ბანკი გაწევრიანებულია ერთ სისტემაში და ერთი ბანკომატიდან ხდება ფულის გამოტანა რომელსაც მულტიბაკო ჰქვია.  აქედან შეგიძლიათ არა მხოლოდ ფულის გამოტანა, არამედ სხვადასხვა გადახდების შესრულებაც: კომუნალური გადასახადები, მობილურის ანგარიში..

 

picture_1

 

სამწუხაროდ, მენიუ მხოლოდ პორტუგალიურადაა, კიდევ ერთ მიზეზი ისწავლოთ პორტუგალიური!

Advertisements

პორტუგალიაში მოგზაურობა საელჩოში იწყება

როგორც სხვა შენგენის ზონის ქვეყნებში, პორტუგალიაში სამოგზაუროდაც ვიზა არის საჭირო. რადგან თბილისში პორტუგალიის საელჩო არ არსებობს (იმედია ეს მგომარეობა გამოსწორდება) თქვენ უნდა მიმართოთ გერმანიის საელჩოს.

2011 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემა გამარტივდა და საფასურმაც დაიწია 35 ევრო 60 ევროს ნაცვლად.

გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე დეტალურად არის ახსნილი თუ რა საბუთები დაგჭირდებათ.

მაგრამ არსებობს სხვა კატეგორიის მოგზაურებიც, რომელიც სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდიან. მათთვის საჭირო იქნება ანკარაში პორტუგალიის საელჩოს მონახულება. თუმცა არის დადებითი მხარეც, თქვენ ესტუმრებით თურქეთის დედაქალაქს.

თბილისი – ანკარა

თქვენ შეგიძლიათ ანკარაში წახვიდეთ ავტობუსით, ეს 50$ დაგიჯდებათ და ერთ დღე–ღამეს გზაში გაატარებთ.

ასევე შეგიძლიათ პეგასუსის ავიახაზებით იფრინოთ, რაც 200–დან 300 ევრომდე დაჯდება, ბილეთის ფასი დამოკიდებულია თუ როდის დაჯავშნით მას. თუმცა, პირდაპირი ფრენა არ არის, ანკარაში პეგასუსი სტამბოლის გავლით დაფრინავს.

საელჩო ანკარაში

საელჩოში დაგჭირდებათ ლირების ქონა, რადგან პასპორტის გამოგზავნის საფასურს თურქულ ვალუტაში გადაიხდით, პასპორტის გამოგზავნა დი–ეიჩ–ელი–ის საშუალებით 180 ლირა ჯდება.

ვიზის საფასური განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ რა სტატუსით მიდიხართ პორტუგალიაში. წინასწარ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია ამ საიტზე.

არ მოგერიდოთ, ბერჯერ დარეკეთ და ბევრი მეილი მიწერეთ სანამ საბოლოოდ არ გაარკვევთ რა საბუთები გჭირდებათ, რადგან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ სრული ინფორმაციის მიღება მათგან ძნელია.

ვიზა საბუთების შეტანიდან 2 – 3 კვირაში ჩამოვა საქართველოში, და პასუხსაც მას შემდეგ გაიგებთ რაც პასპორტს მიიღებთ.

წარმატებები!!

პ.ს. შეკითხვების შემთხვევაში მომმართეთ 🙂

ნოკ! ნოკ!

რა პრობლემები აქვს თითქმის ყველა ხელოვანს საქართველოში? ბიუჯეტის არარსებობა, შესაბამისად გამოფენების მოწყობის შეუძლებლობა. ყველას უნდა თავისი ნამუშევარი აჩვენოს ფართო საზოგადოებას, თუმცა ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

რას აკეთებს პატარა ქალაქი პორტუგალიაში, გუიმარაეში?

აქ ახალი ტრადიცია ჩამოყალიბდა. 2011 წლის 1 და 2 ოქტომბერს ორგანიზაციამ “კულტურული სახლის ასოციაცია” მოაწყო გამოფენა სახლებში და მას შემდეგ ამ საქმეს ემსახურება. მათი მიზანია წაახალისოს დამოუკიდებელი ხელოვანები გუიმარაეში და არა მარტო გუიმარაეშში.

2014 წლის ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას გიმარაეშში 400–მდე არტისტმა თავისი სახლის კარი გააღო ყველა მსურველისთვის. მხოლოდ საჭირო იყო რუკის ქონა, სადაც მონიშნული იყო ყველა სახლი სადაც “ნოკ ნოკი” მიმდინარეობდა. არტისტები არა მხოლოდ გუიმარაეშიდან იყვნენ, ისინი სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ.

ზოგიერთ სახლებში გამოფენა იყო მოწყობილი, ზოგიერთში სხვადასხვა ინსტალაცია. გამოფენებთან ერთად, საინტერესო იყო ძველ სახლებში შესვლა და მათი არქიტექტურის დათვალიერება.

აქაური არტისტები “ნოკ ნოკს” დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყეს, ყველას სურვილი აქვს თავისი სახლი ხალხს მეტად დაამახსოვრდეს და შემდეგ თავისი ინტალაცია  პრესაშიც იხილონ. ამ დღეს გუიმარაეში გამოცოცხლდა და უამრავ ადამიანს უმასპინძლა.

რას იტყვით? შეიძლება თუ არა საქართველოში ასეთი ღონისძიების ჩატარება? მე წარმომიდგენია თუ როგორი საინტერესო იქნება ძველი თბილისის სახლებში სიარული და იქ გამოფენილი ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება. და არა მარტო თბილისში. ამავდროულად, ასეთი ღონისძიების ორგანიზება ყველაზე უფრო მეტად სურვილზეა დამოკიდებული. ასე რომ: ნოკ! ნოკ! საქართველო!

http://www.guimaraesnocnoc.com/

 

2 3 4 11

რატომ პორტუგალია?

რა იცის ქართულმა ვიკიპედიამ პორტუგალიის შესახებ? აი,  ეს:

პორტუგალია ვიკიპედიაზე

ამ ბლოგზე სხვანარი ინფორმაცია დაგხვდებათ, მე მოგიყვებით პორტუგალიაზე როგორც ქვეყანაზე სადაც მოგზაურობას აპირებთ. იმედი მაქვს, რომ ბლოგი ყველა მკითხველს გაუადვილებს მოგზაურბას პორტუგალიაში და უფრო მეტიც, სურვილს გაგიჩენთ ეხლავე დაჯავშნოთ ბილეთი ამ ქვეყნის მიმართულებით.

და მაინც, რატომ პორტუგალია? პასუხი მარტივია: პორტუგალია დღეს ჩემი ცხოვრებაა და ამ ყოველდღიური გამოცდილების გაზიარება მინდა 🙂

მოკლედ, აქ წაიკითხავთ ქართული პორტუგალიის შესახებ.

Capture